სიახლეები
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რა შეგეძლებათ?
გადახდა
პროგრამები
ლიზინგი
კონსულტაცია
სერვისი
ჩვენი კლიენტები
ვაკანსიები
სასარგებლო ბმულები
ხელშეკრულება
თანამშრომლებისთვის


არტ კამ პრო

გთხოვთ გაითვალისწინოთ: 
არაოფიციალური, არალიცენზირებული პროგრამის გამოყენება 
ისჯება კანონით

არტ კამ პროს გამოყენების სფეროებია:  
სარეკლამო საქმიანობა, ხის დამუშავება, ყალიბების დამზადება და ა.შ.

გარდა ჩვეულებრივი პროგრამებისა რომლებიც გამოიყენება საჭრელი პლოტერებისა და რუტერებისთვის, InfoTEC–ს შეუძლია ასევე (2.5 - 3D) 2.5 - 3 განზომილებიანი დავალებების შესრულება...

მაგალითისთვის (3D) 3 განზომილებიან პროგრამა ArtCAM Pro–ს შეუძლია გამოიყენოს რუტერების სრული შესაძლებლობები  (გულისხმობს 3–ივე ღერძის დატვირთვით სამგანზომილებიანი დავალების შერულებას)



შესაძლებელია:

  • 3 განზომილებიანი მოდელების დამზადება სურათიდან.
  • მოდელების პროტოტიპების დამზადება
  • CNC მანქანების  3–ივე ღერძის პროგრამირება
  • (2D) 2–განზომილებიანი მოდელების გამოჭრა და ოპტიმიზირება.

გამოყენება: 

ArtCAM Pro არის საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილება ამოსატვიფრი და საიუველირო ელემენტების დასაპროექტებლად. ამ პროგრამით შესაძლებელია იდეების რეალიზება უფრო ჩქარა, 
ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდებით. მაშინაც კი, როცა საჭიროა რომ პროდუქცია ჰგავდეს ხელნაკეთს  
ArtCAM აჩქარებს პროდუქციის გამოშვების პროცესს.

ArtCAM Pro პროგრამის და CNC მანქანების გამოყენებით საიუველირო დიზაინერებს საშუალება აქვთ 
შექმნან მაღალხარისხიანი ნიმუშები, რომლებიც გამოირჩევა სიზუსტით და კარგი დამუშავებით. 
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში.

2 განზომილებიანი დავალებების ხელსაწყოები (2D)

ArtCAM საშუალებას იძლევა შევასრულოთ დავალებები სხვადასხვა პროგრამებში შექმნილი ვექტორული გამოსახულებებიდან და სურათებიდან.

ArtCAM–ის სახატავი ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა გაკეთდეს უამრავი ფორმები: წრეები, 
ვარსკვლავები, სამკუთხედები და ა.შ. ასევე შეიძლება გაწელოთ, შეკუმშოთ და შეცვალოთ ვექტორთა პოზიციები. ტექსტის შექმნა და დამუშავება შეიძლება ნებისმიერ მომენტში და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია შეამციროთ ასოების შორის მანძილი ისე, რომ ადგილი არ დატოვოთ და ა.შ.


3 განზომილებიანი მოდელების გაკეთება (3D)

ArtCAM საშუალებას იძლევა შექმნათ 3 განზმილებიანი მოდელები ვექტორული და რასტერული ფაილებიდან, რომლებიც შეიძლება ჩასვათ მერე წრეში და დაამატოთ ვთქვათ კელტური დიზაინი მარტივად და სწრაფად.

ArtCAM ის სკულპტურული ხელსაწყოებით შესაძებელია მოდელების დამუშავება ისე, რომ ჰგავდეს ხელნაკეთს.

შესაძლებელია ასევე გამოითვალოს მოდელის კედლის სისქე და სავარაუდო წონა მის ჩამოსხმამდე. შეიძლება უამრავი სახის 3 განზომილებიანი მოდელის დიზაინი და მერე მისი ამობეჭდვა ფოტო ხარისხით პრეზენტაციებისა და მარკეტინგული დანიშნულებით.

ArtCAM Pro ნიშნებისა და ხეზე ჩუქურთმების შესაქმნელად

ArtCAM pro საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილებაა სხვადასხვა ნიშნების და ხის მოდელების პროექტირებისა და რუტერით დამუშავებისთვის. თან ეს პროცესი ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდებით იგივე დავალების შერულება. ამსათან გასათვალისწინებელია, რომ საბოლოო შედეგი ხელნაკეთის მსგავსია.

რატომ უნდა აირჩითო პროგრამა ArtCAM თქვენი საქმიანობისთვის?

ArtCAM Pro არის გადაწყვეტილება სამგანზომილებიანი მოდელების შესაქმენლად და ხის დამუშავებისთვის. Delcam აკეთებს ყველაფერს რათა ეს პროგამა იყოს საუკეთესო მსოფლიოში და თქვენი საქმიანობა კი იყოს კონკურენტუნარიანი.

უპირატესობა:

  • ზრდის თქვენი პროდუქციის ხარისხს და უკან იტოვებს თქვენს კონკურენტებს თქვენს დიზაინზე სამგანზომილებიანი ელემენტების დამატებით.
  • აფართოებს პროდუქციისა და მომსახურების ასორტიმენტს და გძენთ ახალ კლიენტებს.
  • ზრდის თქვენი მუშაობის ეფექტურობას ახალი პოტენციალის ხარჯზე.
  • საუკეთესოა კრეატიული დიზანის დამუშავებაში.

არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მუშაობთ ახალ პროექტზე თუ უკვე შექმნილ დიზაინზე სხვა პროგრამაში, 
ArtCAM Pro გაძლევთ თქენ ყველაფერს რაც გჭირდებათ.

დავალებებისა და სურათების იმპორტი ძალიან მარტივია. ArtCAM–ს შეუძლია გადმოიტანოს ფაილები 
ისეთი ფორმატებიდან როგორებიცაა: ai, eps, dwg, dxf, bmp, jpg, tif, and gif. ყველას შეუძლია მარტივად და სწრაფად შექმნას 3 განზომილებიანი მოდელი.

3 განზომილებიანი მოდელირების საუკეთესო ფუნქციები

ArtCAM–ის დიდი მაგრამ მარტივი გამოყენების სამგანზომილებიანი ფუნქციებით შესაძლებელია 
მაღალი ხარისხის 3 განზომილებიანი მოდელების შექმნა 2 განზომილებიანი გამოსახულებების ბაზაზე ბევრად უფრო სწრაფად  ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ 

  • ArtCAM–ის ინტერაქტიული სკულპტურული ფუნქციებით შესაძლებელია ოდელის დინამიკური დამუშავება და გლუვი ზედაპირის შექმნა. "დეკანტირები" ფუქცია კი ხელნაკეტის ეფექტს იძლევა 
  • ArtCAM გაძლევს საშუალებას დავამატოთ სხვადასხვა ეფექტი დიზაინს და გადავაქციოთ სურათი 
    3 განზომილებიან გამოსახულებად.
  • შეიძლება ტექსტს მივცეთ 3 განზომილებიანი ეფექტი
  • 15 წუთში შეიძლება სახის გადაქცევა 3 განზომილებიან გამოსახულებად. 
  • სწრაფად და ზუსტად სეიძლება გამოიჭრას თქვენი რუტერით უკვე დამუშავებული გამოსახულება

ArtCAM–ის საწარმოო ფუნქციები

  • ეფექტური ფუნქციები მასალის დაზოგვისა და ფულის ეკონომიისთვის.
  • ეფექტური და დამრეცი ჭრა მინიმალურ დროში

ArtCAM–ის ხარისხი და უპირატესობები

  • დიზაინერული ფუნქციები
  • 2 განზომილებიანი გამოსახულებების გაუმჯობესება. სხვა ფორმატების ფილტრაცია, მაგალითად: DXF, DWG, EPS, Al და BMP, TIF, JPG, GIF.
  • ტექსტის შექმნა და თითოეული ხაზის დიზაინი. მათ შორის მანძილის სწრაფი ცვლა და დამუშავება.
  • ვექტორული ბიბლიოთეკა
  • მძლავრი ფუნქციები კონტურის შემოსაჭრელად და იმპორტირებული ფაილების აღსადგენად და ა.შ.
  • CNC მანქანათა უმრავლესობის ძირითადი კონტროლერი.

სახის 3 განზომილებიანი მოდელის შექმნა ნაბიჯ–ნაბიჯ ადამიანის 3 განზომილებიანი სახის კონტროლი

სახის მოდელის პირდაპირ სურათიდან 15 წუთში

1.  გადაიღეთ სურათი პროფილში (5 წუთი);

2.  გადაიტანეთ სურათი ArtCAM Pro –ში. 3D სახის კონტოლრი ავტომატურად გადაიყვანს სახეს 3 განზომილებიანში. (5 წუთი);

3.  გამოიყენეთ ინტერაქტიული სკულპტურული ხელსაწყოები საბოლოო ცვლილებების განსახორციელებლად (5 წუთი);

4.  კომპიუტერული მოდელი მზად არის.