სიახლეები
ჩვენ შესახებ
კონტაქტი
რა შეგეძლებათ?
გადახდა
პროგრამები
ლიზინგი
კონსულტაცია
სერვისი
ჩვენი კლიენტები
ვაკანსიები
სასარგებლო ბმულები
ხელშეკრულება
თანამშრომლებისთვის


არტ კამ ინსიგნია

არტ კამ ინსიგნია
2 განზომილებიანი გრავიურა, ჭრა და ა.შ.

ArtCAM Insignia არის ძლავრი პროგრმა CNC აპარატების და რუტერების მფლობელთათვის. 
ნებისმიერი დიზაინის შექმნა შეიძლება ამ პროგრამის მარტივი და მრავალმხრივი დანიშნულების ინსტრუმენტების გამოყენებით ან სხვა პროგრამებიდან სხვადასხვა გამოსახულებების იმპორტირებით
მაგალითად : dwg, eps, dxf ან ai. მხატვრული გამოსახულებები და სკანირებული სურათები (bmp, tif, jpg and gif) შეიძლება მარტივად დამუშავდეს და შეიცვალოს დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე.

როდესაც საბოლოო დიზაინი მზად იქნება, მოდელი შეიძლება გაკეთდეს რუტერზე 
ArtCAM Insignia–ს სწრაფი და მარტივი პროგრამული მხარდაჭერის გამოყენებით.

"ArtCAM Insignia ძალიან მძლავრი პროგრამაა. ჩვენ ვიყენებთ მას უამრავი დანიშნულებით. 
მისი შესაძლებლობები ფაქტიურად ამოუწურავია და მისი შეზღუდვა მხოლოდ ადამიანის ფანტაზიას თუ შეუძლია 
ამბობს დიზაინერი დოუგ სილი ნიუ იორკში მოწყობილ გამოფენაზე 2006 წლის მაისში.


დიზაინერული ოფციები

ArtCAM Insignia საშუალებას იძლევა გაკეთეს ვექტორული გამოსახულებები, სფეროები, წრეები ვარსკვლავები და ა.შ. ძალიან მარტივად. ვექტორების ფორმის შეცვლა ასევე შეიძლება მარტივად – გაწელვა დახრა, მოღუნვა და ა.შ.

ვექტორული ტექსტი შეიძლება შეიქმნას და მერე მარტივად შეიცვალოს ნებისმიერ დროს. 
მათ შორის მანძილის შემცირება, დაკერნერება ძალიან მარტივია.

გამოსახულებების ოპტიმალურად დალაგების მხარდაჭერა კი მასალის ხარჯის შემცირების და 
შედეგად ფულის დაზოგვის კარგი საშუალებაა, რომელიც ასევე თან ახლავს ამ მძლავრ პროგრამას.

დამუშავების სტრატეგია

ArtCAM Insignia გთავაზობთ მარტივ და იოლად ცვლად მახასიათებლებს რუტერით სხვადასხვა მასალის დასამუშავებლად.

მასალის დამუშავების სტრატეგია მოიცავს სიმაღლის განსაზღვრას, გამოსახულების ოპტიმალურ განაწილებას მასალაზე, პროფილების გამოჭრის სიმარტივეს, მოზაიკების გამოჭრას და 3 განზომილებიან გრავიურას. ArtCAM Insignia საშუალებას იძლევა ასევე ამოიტვიფროს V მსგავსი ფორმები მიმსგავსებული ხელნაკეთი მოდელის ეფექტებით.

ArtCAM Insignia გთავაზობთ ოფციებს, რომელთა საშუალებითაც მარტივად შეცვლით კონტურის ფორმებს, ასოებს შორის მანძილს, ხიდებს და ა.შ.

ArtCAM Insignia მოიცავს 3 განზომილებიანი გრავიურის სიმულატორს, რომლის დახმარებითაც ნახავთ წინასწარ თუ როგორ შეიძლება დამუშავდეს მოდელი, რა სახის ფრეზი ან ბურღი გამოიყენოთ და ა.შ.


დიზაინერული ინსტრუმენტები

შესაძლებელია გადმოიტანოთ 2 განზომილებიანი გამოსახულებები სხვადასხვა ფორმატებიდან: 
DXF, DWG, EPS, AI and BMP, TIF, JPG, GIF.

მძლავრი სახატავი ოფციები 2 განზომილებიანი გამოსახულებების სწრაფად შესაქმნელად.

ვექტორული ბიბლიოთეკა

სწრაფი და ზუსტი CNC გრავირება

დამუშავების პროცესის დროის შემცირება და მოგების გაზრდა ArtCAM–ის საშუალებით რომელიც ახდენს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციას მის დაწყებამდე.


(2D) 2 განზომილებიანი დიზაინერული ოფციები

ArtCAM –ით შეიძლება შექმნათ ახალი ან გადმოიტანოთ ვექტორული და გრაფიკული ფაილები სხვა პროგრამებიდან. შექმნათ და ცვალოთ ნებისმიერი გამოსახულება სურვილისამებრ, მაგრამ ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გრაფიკულ პროგრამებშია შესაძელებელი. ეს პროგრამა თავიდანვე შემუშავებულია რუტერების და CNC  ღერძებზე მოძრავი აპარატებისთვის, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია დამუშავების დროის განსაზღვრა წინასწარ, მაღალი ხარისხის მოდელის დიზაინის შექმნა და გრავირება.