1. საიველირო ბოჭკოვანი (FIBER) ლაზერი
ლაზერის ტიპი: მყარი ბოჭკოვანი (FiBER).
სიმძლავრე: 50 ვატი
მარკირების არეალი 110 x 110 მმ
შეუძლია დაამარკიროს ნებისმიერი ლითონი და პლასტმასების უმეტესობა.
50 ვატიანს შეუძლია გააკეთოს ღრმა გრავირება ფერად ლითონებზე და გამჭოლად გაჭრას თხელი ძვირფასი ლითონები.
ეს დანადგარი გამოიყენება ძირითადად საიუველირო ინდუსტრიაში სხვადასხვა სახის პროდუქციის დასამზადებლად, მარკირებისთვის, დასაჭრელად, ასევე ბეჭდების გარედან და შიგნიდან მარკირების გასაკეთებლად.
შესაძლებელია სპეციალური კომპლექტაცია, რომმლითაც არა მხოლოდ 2დ არამედ რელიეფური გრავიურა იქნება შესაძლებელი და დამატებით ფერადი მარკირება უჟანგავ ფოლადზე, რაც ლაზერს კიდევ უფრო მიმზიდველს და მრავალპროფილურს ხდის.