InfoTEC ინგლისური
საშუალო და ფართოფორმატიანი სამგანზომილებიანი რუტერები

კომპანია InfoTEC-ის მიერ წარმოებული მანქანები არის კომპაქტური, მონოლითური და მძლავრი, რაც განაპირობებს შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს და სიზუსტეს. InfoTEC-ის მანქანები გამოიყენებიან ისეთ საწარმოებში, როგორებიცაა ხის ჩუქურთმის საწარმოები, საიუველირო ლაბორატორიები და საერთოდ ყველგან, სადაც მაღალი სიზუსტე და ხარისხიანი სამანქანო შრომა არის აუცილებელი.

   სამუშაო არეალი იდეალურია მცირე ზომის და მაღალხარისხიანი მოდელების დასამზადებლად. 

   მანქანებს შეუძლიათ ამოტვიფრონ ფერადი ლითონებიც და უჟანგავი ფოლადიც.

   მაგალითისთვის, გრავირების აპარატებს შეუძლია:

  • ელექტრო–ეროზიული მანაქანების ფორმების გრავირება. 
  • თერმული ვაკუუმური წნეხის შტამპების გრავიურა (ლოგოები, საჩუქრები და ა.შ). 
  • თერმული ვაკუუმური წნეხის ფორმების გაკეთება. 
  • დანადგარების იარლიყების გრავირება და დამზადება. 
  • "სავიზიტო ბარათების" გრავირება. 
  • სხვადასხვა შრიფტების, ლოგოების, ნიშნების და ა.შ. გრავირება სხვადასხვა მასალაზე.

სტანდარტული ვერსიაში (დაზგა მზად არის ნებისმიერ მასალზე სამუშაოდ) შედის:

  • პროგრამა ინფო კამი (Windows XP).
  • მიერთება USB Port 2.0.
  • შპინდელი ELTE 0.750 კილოვატი 15000 ბრუნი/წთ.
  • (3D) 3 განზომილებიანი მექანიკა, BOSCH Rexroth Star–ის მიერ წარმოებული სწორხაზოვანი, ავტომატურ როლიკებიან რელსებზე მოძრაობის სისტემა.