დანადგარები

 

დიდი მადლობა ჩვენს გვერდზე შემობრძანებისთვის 

ჩვენთან მხოლოდ საუკეთესო და ხარისხიანი დაზგა დანადგარების შეძენა შეგიძლიათ, რომლებიც გამოირჩევიან დიდი გამძლეობით, მარტივი გამოყენებით, დაბალი საწარმოო დანახარჯებით, მაღალი წარმადობით, პროდუქტიულობით და მაღალი მომგებიანობით.

პროდუქციის ხარისხის გარდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომსახურების მაღალი ხარისხია. ჩვენ გაყიდვას მანამდე არ ვთვლით დასრულებულად, სანამ ჩვენს მიერ გაყიდული პროდუქცია არ გაცვდება, ხოლო კლიენტი კი მაინც კმაყოფილი რჩება.

კომპანია "დაზგა" პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც ახორცილებს კომპიუტერით მართვადი, მაღალი ხარისხის დაზგა–დანადგარების ოფიციალურ იმპორტსა და რეალიზაციას. ჩვენი მომწოდებლები არიან
EPILOG, FELDER-GROUP, AXYZ, InfoTEC, MIMAKI, STRATASYS და სხვა ცნობილი ამერიკული, კანადური, იაპონური და ევროპული კომპანიები. 

2005 წლიდან მოყოლებული წარმატებით ვახორციელებთ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, მორგებულია დაგეგმილი მიზნის მიღწევისა და წინასწარ გათვლილი ასორტიმენტის და წარმადობის შესრულებაზე. 

დაზგა–დანადგარებისა და მასალების მოწოდება ხდება პირდაპირ მწარმოებლის ქარხნიდან და საწყობიდან, ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. 

"დაზგა" არის ამ ინტერნეტ გვერდზე წარმოდგენილი ყველა მწარმოებლის ოფიციალური დისტრიბუტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც არის იმის გარანტია, რომ დამკვეთი მიიღებს ხარისხიან დაზგა–დანადგარებს პირველი ხელიდან.