შედარებითი ანალიზი

რითი სჯობს ხარისხიანი ლაზერი ჩინურ და უხარისხო ლაზერს?

შეადარეთ ჩინური და ამერიკული ლაზერის მილები


 ჩინური ლაზერის მილი

 გარანტია 3 თვე 

 

 

 

 

 

ამერიკული ლაზერის მილი 

გარანტია 24 თვე

 

 

შეადარეთ ჩინური და ამერიკული ლაზერის გამოყენების ინსტრუქციები

ჩინური ინსტრუქცია
http://www.dingword.com/images/lazer_cutter/laser%20engraving%20machine%20manual.pdf  (ფაილის ზომა 217 კბ) ეპილოგის ლაზერული სისტემების გამოყენების ინსტრუქცია
http://www.epilogfiles.com/mini_helix_manual.pdf  ეპილოგ მინი და ჰელიქსი (ფაილის ზომა 4მბ)

 

გარდა ამისა:  

  • ჩინური ლაზერი არის იაფი მანქანა აწყობილი ჩინეთში სრულიად უცნობი კომპანიების მიერ. როდესაც მანქანის იაფი კომპონენტი გამოდის მწყობრიდან, ვინ უნდა გაგიგწიოთ მხარდაჭერა? რა დროს წაიღებს სერვისი და სათადარიგო ნაწილი როდის ჩამოვა, ხალხი რომელიც გთავაზობენ სერვისს რა ენაზე ლაპარაკობენ?
  • 3 თვიანი ლაზერის მილის გარანტიით იქნებით კი კმაყოფილი და გულდამშვიდებული, მაშინ როდესაც მოგიწევთ ლაზერის მილის გამოცვლა 3 თვეში ერთხელ?
  • რა ჯდება ლაზერის მილის გამოცვლა? თუ ლაზერის მილის გამოცვლა ყოველ სამთვეშია აუცილებელი, მაშინ რეალურად რა გიჯდებათ თქვენ ლაზერის მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში? მართალია ლაზერის მილი იაფია, (600–1200 აშშ დოლარი), მაგრამ რამდენად გიღირთ ყოველ 3 თვეში მილის გამოცვლა და 2–3 წლის მანძილზე რას შეადგენს თქვენი დანახარჯი მხოლოდ სერვისზე?
  • რეალურად პოტენციური მყიდველი ხედავს როგორ მუშაობს ლაზერი და იღებს ნიმუშს და მას შეუძლია შეადაროს ნამდვილი ლაზერით გაკეთებული ჩინური ლაზერით გაკეთებულს. ხარისხიანი სურათის გრავირება ჩინური ლაზერით შეუძლებელია.
  • არც ერთი ინტერნეტ გვერდი არ მიუთითებს, რომ შუშის მილიანი ჩინური ლაზერები საჭიროებს წყლის გაგრილების სისტემას. როგორ არის გაგრილება უზრუნველყოფილი? რა არის საჭირო მილის გასაგრილებლად?
  • ჩინური ლაზერი მოითხოვს სრულ, 220 ვოლტიან ძაბვას და ხარჯავს დაახლოებით 1500 ვატს საათში, მაღალი ძაბვის ელექტროობა ძალიან საშიშია და შესაძლოა დასრულდეს ფატალლურად. არის კი კლიენტი დაზღვეული რომ ცირკულირებადი წყალი არ მოხვდება დენის წყაროსთან?
  • რა ოდენობის ელექტროენერგიას ხარჯავსლაზერული სისტემა მთლიანობაში?
  • უსაფრთხოება – აკმაყოფილებს კი სისტემა უსაფრთხოების ნორმებს? არის კი მასზე შესაბამისი კლასიფიკაცია აღნიშნული?
  • შესძლებს კი ჩინური ლაზერის გამყიდველი დროულ დახმარებას მაშინ, როდესაც კლიეტი შეხვდება სირთულეს ფაილის დამუშავებისას?
  • და ბოლოს გაქვთ კი იმდენი ფული რომ იაფიანი და დაბალხარისხიანი პროდუქტი შეიძინოთ? 

 

ჩინური ლაზერებია:

Bright Star, SHENZHEN CCHY, SMART Laser, GN Laser, HM Laser, Dynasty, Questt Asia, Guangxhou HZZ, და მრავალი სხვა. რომლებიც გამოირჩევა შემდეგი უარყოფითი მახასიათებლებით:

  • დაბალი ხარისხის მოძრავი სისტემა
  • ძალიან დაბალი ხარისხის შუშის ლაზერის მილი
  • სიმძლავრე ეცემა თითქმის ყოველ კვირას
  • შედარებით იაფია გამოცვლა, თუმცა ხშირად გამოცვლის გამო სინამდვილეში უფრო ძვირია
  • ძალიან ნელი დაცხრილვა
  • სხივის ხარისხი დაბალია
  • ლაზერის მილს სჭირდება მაღალი ძაბვა და წყლის გაციება
  • ხშირად ქორელიდან ვერ დაჭრით
  • ვერ აღიქვამს ყველა ფაილს 


ჩვენი რჩევაა ლაზერის შეძენამდე კარგად აწონ–დაწონოთ ყველაფერი და მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო გადაწყეტილება.

შეძენამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • რამდენად გრძელვადიანია თქვენი გეგმა?
  • რის გაკეთებას აპირებთ?
  • ვისგან ყიდულობთ და სად? 
  • ვინ მოგაწვდით სერვისს და ტექნიკურ მხარდაჭერას? 
  • რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს ყოველ 3 თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად 
    მოაგვაროთ პრობლემები ლაზერთან დაკავშირებით?
  • რა ღირს საერთოდ ლაზერული მილი, რა ჯდება მისი ჩამოტანა, რა გარანტიები გაქვთ, 
    რომ ჩამოვა დაუზიანებელი და მუშა მდგომარეობაში? 
  • თუ არის საშუალება შეადაროთ სხვადასხვა მწარმოებლის ნიმუშები?
  • საერთოდ როგორ გრილდება ლაზერი - უმეტესობას არც კი უწერია როგორ უნდა გაგრილდეს ლაზერი რომ გამართულად იმუშაოს. 
  • რამდენად გიღირთ იმუშაოთ მაღალი ძაბვის ქვეშ მყოფ მანქანასთან? 
  • რადმენად გიღირთ ყოველ კვირას ცვალოთ მახასიათებლები ერთი და იგივე მასალის დასაჭრელად? 
გამოუცდელი ადამიანისთვის შესაძლებელია მხოლოდ ერთი მთავარი ფაქტორი არსებობდეს:

რა ღირს? მთავარია იაფია და მალე ამოვიღებ მის ფასს!

თუმცა ეს ფაქტორი მეორე თვეშივე კარგავს უპირატესობას და ამ უპირატესობასთან ერთად იკარგება როგორც მუშაობის ხალისი ასევე მომხმარებლებიც, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ თქვენზე და გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო ვერ ახერხებთ მათ მომსახურებას. 

თუ გამოცდილი ადამიანის მიერ მოცემული რჩევა თქვენთვის მნიშვნელოვანია და არ გსურთ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ, მაშინ შეიძინეთ ხარისხიანი ეპილოგის ლაზერი და გააორმაგეთ თქვენი ინვესტიცია.